ეთნოფესტი 2024

მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2024“ გამოფენების ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში (პავილიონები 4,5,6) 11, 12, და 13 ოქტომბერს გაიმართა.

ფესტივალი აერთიანებდა ექსპოს, გამოფენებს, პროფესიულ მასტერკლასებს, ვორქშოფებს, საჯარო პრეზენტაციებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს და ბიზნეს შეხვედრებს. სამი დღის განმავლობაში ღონისძიებამ ერთ სივრცეში თავი მოუყარა შემოქმედებითი ინდუსტრიის ადგილობრივ და უცხოელ წარმომადგენლებს -  მეწარმეებს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერებს, ხალხური რეწვისა და  ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, კომერციულ აგენტებს, დარგის ექსპერტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას.

„ეთნოფესტი 2024“-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან - ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა (CREA), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის მცირე გრანტების პროგრამა, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „ჩეხეთის ცენტრი - თბილისი“, ბრიტანეთის საბჭო.


ფოტო გალერეა